21 მაისი 2025,   09:00
ვრცლად
თბილისის რამდენიმე ქუჩას 24 აპრილს წყალმომარაგება 12 საათით შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

24 აპრილს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი," კრწანისის რაიონში, სოფ.ფონიჭალა, იეთიმ გურჯის ქ. N2-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

"ჯივიპის" ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 24 აპრილს 10:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

სოფ ფონიჭალაში: იეთიმ გურჯის, ჭავჭავაძის, აჭარის, ცურტაველის, თავისუფლების, გამსახურდიას და მტკვრის ქუჩებს ჩიხებით, მირზა ფათალის, იმერეთის, გურამიშვილის, ქელასურის, ფსოუს, ბზიფის და ბედიას ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

 

დღის ამბები