
ომი გრძელდება უკრაინაში - ამ დრომდე განგაშია 8 რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქში. კიევში ოკუპანტის თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 63, მათ შორის 6 ბავშვი.
სვიატოშინსკის რაიონზე შეტევა რუსეთის ძალებმა დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს. ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე მასშტაბური ხანძარია, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა შავი ზღვის აკვატორიიდან განხორციელდა.