14 მაისი 2025,   10:01
ვრცლად
ლონდონში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გადადების შემდეგ, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მოლაპარაკებები შედგა

ლონდონში ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გადადების შემდეგ, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მოლაპარაკებები შედგა.

ბრიტანეთის პირველი დიპლომატის თქმით, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება აშშ-თან, უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად კოორდინირებულ ძალისხმევას ახორციელებს, რათა დაასრულონ ომი და "უზრუნველყონ მდგრადი მშვიდობა".

სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა ვაშინგტონშიც. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასწორი მიმართულებით მოძრაობს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში გამართულ შეხვედრას ემოციური უწოდა.

დღის ამბები