
ომი გრძელდება უკრაინაში. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად "სამშვიდობო შეთანხმების" ახალი ვარიანტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მაგიდაზეა. - ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას გააკეთა.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ოფიციალური კიევისთვის არსებულ წითელ ხაზებსაც - ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან ჩვენს კონსტიტუციას, არ იქნება არცერთი შეთანხმების ნაწილი - ამბობს ზელენსკი.
"აშშ-ის წინადადების შემდეგ გამოჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი უკვე არის პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე. უკრაინას, ბუნებრივია, აქვს წითელი ხაზები, თუმცა ამაზე საუბარი ცეცხლის შეწყვეტამდე აზრს მოკლებულია. თუმცა, წითელი ხაზია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან ჩვენს კონსტიტუციას, მსგავსი რამ არ შეიძლება იყოს არცერთ შეთანხმებაში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.