ილია სულამანიძის სპორტული რევანში - ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოპოვებულია. მამაკაცთა შორის 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა შეჯიბრების ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი "იუკოთი" დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
კოცოიევი ის სპორტსმენია, რომელთანაც სულამანიძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა. მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეოთხე მედალია.