ქართველი პარამკლავჭიდელის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი ბექბოსუნ ტოქტოსუნის მატჩრევანში ქართველის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
60კგ წონით კატეგორიაში გამართულ შეხვედრას ბათუმმა უმასპინძლა. ახობაძე ყირგიზ სპორტსმენს პირველად ერთი წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდა და ის დაპირისპირებაც მოიგო.
ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 2015 წელს დაეუფლა, ხოლო მეორედ – 2024 წელს.