პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სპორტის მინისტრს, შალვა გოგოლაძეს, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) დროშა გადაეცა. დროშა მინისტრს EJU-ს პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ გადასცა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კონტინენტის პირველობა თბილისში 2026 წლის 23-26 აპრილს გაიმართება. თბილისს ევროპის არაერთი უძლიერესი ძიუდოისტი ეწვევა.
ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი თბილისში მიმდინარე წლის მარტში მოეწერა.
ევროპის ჩემპიონატს საქართველო უკვე მეორედ უმასპინძლებს.