14 აგვისტო 2026,   03:00
ვრცლად
ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა

ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისლანდიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩში, დუბლით, თავი გამოიჩინა ნიკიტა ბუკიამ - ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ნაკრები ტურნირისთვის გაძლიერდა ახალწვეული ლეგიონერებით, რომელთაც, თავის მხრივ, თითო გოლი გაიტანეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს ტურნირის მასპინძელ, ფავორიტ ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებთან. შეხვედრა გაიმართება 28 აპრილს, 12:00 საათზე.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით, ასევე - ლეგიონერებით.

დღის ამბები