20 მაისი 2025,   11:10
ვრცლად
ტრამპი ფიქრობს, რომ ზელენსკი, ომის შეჩერების სანაცვლოდ, მზადაა, ყირიმი დათმოს - სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები უახლოეს დღეებში გაირკვევა

კრემლიდან კურსკში სატელეფონო ზარი განხორციელდა. რუსეთის გენშტაბის უფროსმა პუტინს ოლქზე კონტროლის აღდგენის შესახებ უპატაკა.

კურსკის დასახლებების დაბრუნებას, რუსეთი თვეების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დახმარებით ცდილობდა. დღეს ფაქტი პირველად დაადასტურა ფხენიანმა, მოსკოვმა კი სტრატეგიულ მოკავშირეს მადლობის წერილი გაუგზავნა.

საპირისპიროს ამტკიცებს ოფიციალური კიევი. უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ რუსეთის ორ რეგიონში უკრაინელი სამხედროები ოპერაციებს განაგრძობენ და მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციის გამყარებაა.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ, "ეარ ფორსის" ბორტზე ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპი ფიქრობს, რომ ზელენსკი, ომის შეჩერების სანაცვლოდ, მზადაა, ყირიმი დათმოს, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები კი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ვაშინგტონმა რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დადების კონკრეტული ვადა დაუსახელა. ამერიკის პირველმა დიპლომატმა არ დამალა, რომ თუ კრემლი თეთრი სახლის შეთავაზებას არ მიიღებს, ამერიკა სამშვიდობო პროცესს გამოეთიშება.

უკვე ცნობილია, რომ კრემლი მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისიდან 11 მაისამდე აამოქმედოს. პუტინმა 30-საათიანი ზავი გასულ კვირას აღდგომას აამოქმედა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის პირობა არაერთხელ დაარღვია და უკრაინის ქალაქები და დასახლებები დაბომბა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები