20 მაისი 2025,   10:19
ვრცლად
"ჯადოსნური ეკრანი" - თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ფართო აუდიტორიას ქართული ანიმაციის თითქმის საუკუნოვან ისტორიაში ამოგზაურებს

იქ, სადაც ბუნების კანონი ცხოვრებისას ხვდება და სადაც ზღაპრის გმირები ნამდვილ ცხოვრებაზე გვიყვებიან - ქართულ ანიმაციაში სამოგზაუროდ დროის ათვლა დაწყებულია.

ნიკოლოზ წულუკიძე თითქმის ერთ საუკუნოვანი ქართული მულტიპლიკაციის შესახებ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მაყურებელს კიდევ ერთხელ მოუყვება.

საღამო 3 მაისს გაიმართება და სცენაზე, საინტერესო ისტორიების გარდა, სხვადასხვა პერიოდში ქართული ანიმაციისთვის შექმნილი სიმღერებიც გაჟღერდება. მუსიკალურ ნაწილს ბენდი წარმოადგენს, რომელსაც ნიკოლოზ ნიკვაშვილი უხელმძღვანელებს.

ჯადოსნური ეკრანის გაცოცხლებაში მონაწილეობას ახალგაზრდა მსახიობები მიიღებენ, რომლებიც სცენაზე გაჟღერებულ სიტყვებს სინქრონული მოძრაობით მიჰყვებიან.

პროექტის "ჯადოსნური ეკრანი" მთავარი მიზანია, რომ ახალმა თაობამ უფრო მეტი შეიტყოს იმ ამბების შესახებ, რომლითაც თაობები გაიზარდა, რადგან ძველი ქართული მულტიპლიკაციები სწორედ ის წიგნია, რომელსაც ვუბრუნდებით მაშინაც, როცა დიდები ვართ, რადგან ჭეშმარიტება, რომელიც მასშია, ასაკს არ ემორჩილება.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები