12 აგვისტო 2026,   18:52
ვრცლად
თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 29 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი რაიონებისა და ქუჩების მიხედვით ასეთია:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV,VI კვარტლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დავით კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ორჯონიკიძისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები