საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში 4 მედლით დაბრუნდა - მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა, მამაკაცთა შორის კი მეორე ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონის ტიტული და უმაღლესი სინჯის მედალი ილია სულამანიძემ და გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლის მედლის მფლობელები ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ.
შეგახსენებთ, 2026 წელს ევროპის ჩემპიონატს უკვე საქართველო უმასპინძლებს.