ჭიათურაში ხმაური იყო. მაღაროებში მონიტორინგის მიზნით, მისულ სპეციალისტებს პროტესტის მონაწილეები ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე იმყოფება პოლიციაც, რომლის დახმარებითაც ელექტრიკოსებს და შესაბამის სპეციალისტებს არსებული ვითარების შემოწმების საშუალება მიეცათ.
პირველ ეტაპზე, ჩაირთო განიავების სისტემა, რის შემდეგაც, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წარმომადგენლები და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები მაღაროებში უსაფრთხოების ზომებს შეაფასებენ. მონიტორინგი დაგეგმილია კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისისა და დარკვეთის მაღაროებში.
იქამდე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" შვილობილი კომპანიის, შპს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წარმომადგენლები, სპეციალისტებთან ერთად, მონიტორინგს გეგმავდნენ. უწყება მოუწოდებდა პროტესტის გამომხატველებს, არ დაერღვიათ კანონი.