12 აგვისტო 2026,   07:34
ვრცლად
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრისთვის მაისი განსაკუთრებული თვეა - საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მსმენელს უკვე მეათედ მასპინძლობს

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრისთვის მაისი განსაკუთრებული თვეა - საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დიდი მაესტროს სახელს ატარებს, მსმენელს უკვე მეათედ მასპინძლობს. ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა, 10 წლის განმავლობაში კი თბილისის ერთ-ერთ მთავარ მუსიკალურ მოვლენად ჩამოყალიბდა.

ჯანსუღ კახიძის სახელობის ფესტივალი 27 აპრილს გაიხსნა და 25 მაისამდე გაგრძელდება. წლევანდელი პროგრამა 7 კონცერტს მოიცავს. 4 მაისს მუსიკალური ცენტრის სცენა ეკა მამალაძეს დაეთმობა.

ფესტივალის პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზეა აგებული.

წლების განმავლობაში, ორკესტრთან ერთად, ამ სცენაზე არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი იდგა.
ფესტივალის მთავარი მიზანია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულის ერთ სივრცეში გაერთიანება, ქართულ მუსიკის პოპულარიზაცია და მსმენელისთვის, ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, საინტერესო პროექტების შეთავაზება.

4 მაისის კონცერტი თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაიმართება, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები