12 აგვისტო 2026,   03:43
ვრცლად
"ნატო-საქართველოს სწავლება 2025" - პირველი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა

"ნატო-საქართველოს სწავლება 2025-ის" ფარგლებში, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილმა პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა. სწავლების სცენარის მიხედვით, განხორციელდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში (ROLE2F) სპეციალური ტრანსპორტით – "დიდგორი მედევაკი", პირველადი ქირურგიული დახმარების აღმოჩენა და შემდგომი ჰოსპიტალიზაცია.

საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რაც ტაქტიკურ პირობებში ქვედანაყოფებისთვის ეფექტიანი სამედიცინო მხარდაჭერის გაწევას უზრუნველყოფს.

პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულის მიერ გაშლილი საველე ჰოსპიტალის (ROLE2F) მუშაობას ნატოელი სამედიცინო ექსპერტები დააკვირდნენ.

დღის ამბები