09 აგვისტო 2026,   05:37
ვრცლად
რომის ახალი პაპის არჩევა, წესები და ტრადიციები - ფილმ "პაპის კონკლავის" სატელევიზიო პრემიერა 7 მაისს, "რუსთავი 2-ის" ეთერში შედგება

რომის ახალი პაპის არჩევა, წესები და ტრადიციები! - კონკლავის პროცესში პოლიტიკური ინტრიგები და საიდუმლოებები - ეს ყველაფერი აღწერილია ფილმში "პაპის კონკლავი", რომელიც 8 ოსკარის ნომინანტია და რომელშიც მთავარ როლს, სტენლი ტუჩისთან და რეიფ ფაინზისთან ერთად, მერაბ ნინიძე ასრულებს.

ფილმის სატელევიზიო პრემიერა "რუსთავი 2-ის" ეთერში, 7 მაისს შედგება. მერაბ ნინიძე "სიქსტის კაპელაში" მყოფი ერთ-ერთი კარდინალის როლს ასრულებს.

"რუსთავი 2-ის" ტელემაყურებელს "პაპის კონკლავის" ნახვა ოთხშაბათს, ღამის კურიერის შემდეგ, 23:00 საათზე შეეძლება.

დღის ამბები