ღაზაში ომის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას იერუსალიმში პროტესტით შეხვდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და არჩევნების ჩატარებას. აპროტესტებენ ისრაელის მთავრობის განცხადებას, რომლის თანახმად ისრაელმა ღაზას მთელი ტერიტორია უნდა დაიკავოს.
დემონსტრაცია გაიმართა ქნესეთთან. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია ერთი ადამიანი. პოლიციის განმარტებით, დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის ოფისისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა სცადეს და არ დაემორჩილნენ მოთხოვნებს.