15 აგვისტო 2026,   03:45
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს ძალოსანთა ფედერაციის წარმომადგენლები და გულშემატკივარი აეროპორტში ტაშით დახვდნენ.

17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა პერუში 13 მედალი - ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძალოსნები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

დღის ამბები