ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.
ლონდონში გამართული შეხვედრა პარიზელებმა 1:0 მოიგეს და ამ წყვილში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ საპასუხო შეხვედრა "არსენალმა" აქტიურად დაიწყო, მომენტები ჰქონდა და გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლა.
ფრანგების პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, როდესაც მცველებს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 27-ე წუთზე ფაბიან რუისის შესანიშნავი გოლით პარიზელები დაწინაურდნენ.
ზუსტად ორ წუთში კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და სწრაფი კონტრშეტევისას ბრედლი ბარკოლა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ფრანგმა თავდამსხმელმა დარტყმა დააგვიანა და, საბოლოოდ, მეკარეს ვერ აჯობა.