ხელბურთზე დასასწრებად დედაქალაქში გულშემატკივრები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. მსვლელობა გაიმართა კახეთიდან, ქვემო და შიდა ქართლიდან - მატჩს ქომაგები ესწრებიან საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებიდანაც.
თბილისში გამომგზავრებამდე, გულშემატკივართა ნაწილმა ქუჩებში სპორტული მარში მოაწყო.