12 მაისი 2025,   19:20
ვრცლად
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორედ, კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის ითამაშებს - ხელბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა ხელბურთელებმა უმძიმეს ბრძოლაში ბერძნების ბარიერი დაძლიეს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

ის, რომ დღევანდელი შეხვედრა დაძაბული და უკომპრომისო იქნებოდა, მატჩის პირველივე ნახევარში დადასტურდა. მთელი პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრები მდევრის როლში იყო და ანგარიშში მხოლოდ ორჯერ დაწინაურდა. მეორე ტაიმის საწყისი წუთებიც ბერძენთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მალე ქართველებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, ანგარიშშიც დაწინაურდნენ, თამაშის ბოლომდე ხელიდან სადავეებიც არ გაუშვეს, რამაც საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. 29-26 და ქართველი ხელბურთელები ევროპაზე მიდიან.

ორიოდე დღეში საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას, სტუმრად ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს, რომლის შედეგსაც არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები