23 მაისი 2025,   08:30
ვრცლად
თელავში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა - ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს

დღეს, თელავში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა. ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. დასაქმებულები ამბობენ, რომ ახალი სივრცე დაეხმარებათ, მათზე დაკისრებული მოვალეობა უფრო ეფექტურად შეასრულონ.

რეგიონებისთვის, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე საუბრობს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული. გიორგი ალადაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა ადგილობრივებისთვის უმნიშვნელოვანესია.

რეგიონული სამმართველოს ახალ შენობაში სამუშაო პირობებს დღეს ადგილზე გაეცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ. დავით სონღულაშვილმა თანამშრომლებთან შეხვედრაც გამართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების სტრატეგიაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაცვის სამსახურის გაძლიერება და ეფექტიან მართვა. რეგიონის განვითარებაზე ისაუბრა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი ქადაგიშვილი აქცენტს უახლესი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებზე აკეთებს.

დღესვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ყვარელში, სატყეო სამსახურის თანამშრომლებსაც შეხვდა.

გარემოს დაცვა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარება - ამ მიმართულებებს სოფლის მეურნეობის უწყება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს.

დღის ამბები