კახეთის გუბერნატორი საგარეჯოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კახეთის გზატკეცილზე, იმედისა და თამარ მეფის ქუჩებზე, 13 მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამ დროისთვის კი ფასადების დამუშავება.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება ახალი სახურავები და ფანჯრები. განახლდება რამდენიმე კორპუსის სადარბაზოც. სამუშაოები კი შემოდგომამდე დასრულდება.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.