"ქართული ხმა 2025" - "არტ ჰოლში"კონკურს-ფესტივალის დასკვნითი საღამო და დაჯილდოება გაიმართა. კასტინგის პირველ ეტაპზე 50 კონკურსანტი იყო შერჩეული. მონაწილე კონკურსანტების შეფასებაში კი მეორე ეტაპზე, 5 კაციანი ჟიური იყო ჩართული.
იდეის ავტორი და ორგანიზატორია მომღერალი სოფო ბედია, მხარდამჭერი კი კულტურის სამინისტროა. კონკურს ფესტივალის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა.