ამ წუთებში, უკრაინის 9 რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმის ივანო-ფრანკივსკის და ვოლინის ოლქებში. მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის სარაკეტო თავდასხმას სუმის ოლქის ერთ-ერთ საწარმო ობიექტზე. დაღუპულია სამი ადამიანი. დაიჭრა 9.