
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირების დელეგაცია მზად არის თურქეთში რუსულ დელეგაციას შეხვდეს.
თუ ეს შეხვედრა მართლაც შედგება, ეს იქნება პირველი შემთხვევა 2022 წლის შემდეგ, როცა ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს პირისპირ ესაუბრებიან.
ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელად თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი დანიშნა.