24 ივნისი 2025,   10:33
ვრცლად
ბორჯომის ცენტრალური პარკის მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რესტავრაცია - სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბორჯომის ისტორიული, ცენტრალური პარკი, მტრედის ხიდი და ბორჯომის ყოფილი ქარხანა - ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომლის რესტავრაციაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი სივრცეების მოწყობა და განახლება რეგიონს ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესში ჩართულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, მათ შორის არის თოკების ქალაქის ატრაქცია, რომლის მიმდებარედაც ახალი სივრცე უკვე მოეწყო. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერი, გიორგი მჭედლიძე ამბობს, აღნიშნული პროექტი ყველა ასაკის ადამიანისთვის მიმზიდველი იქნება.

ბორჯომში მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. რევაზ სოხაძის თქმით, ახალი პროექტები ქვეყანაში ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმის განვითარებას.

რეკრეაციული ზონების მოწყობა და ისტორიული ძეგლების შენარჩუნება - ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასახელებული ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები