
თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციის დაკავებული მონაწილეების სასამართლო სხდომა გრძელდება - მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე, დღეს მოუსმინეს პოლიციელებს, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
ერთ-ერთი იყო პოლიციელი საბა ნაბახტეველი. მან განაცხადა, რომ აქციის მონაწილის ნასროლმა ქვამ დაზიანება მიაყენა სახის არეში. კითხვები დასვეს თავად ბრალდებულებმაც.
დაკავებულების ნაწილს ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ნაწილს მონაწილეობას. ისინი ბრალს არ აღიარებენ. დაკავებულებს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.