17 ივნისი 2025,   05:35
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს 22 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს: თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წიწამური, წეროვანი, მუხრანი, გოროვანი, სხალტბა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში 9 აპრილის, ჯანგირაშვილის, წერეთლის, რუსთაველის, ლესელიძის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, გომეწარი, ხომი, მიგრიაულთა და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები