11 აგვისტო 2026,   22:41
ვრცლად
დავით სონღულაშვილმა კახეთში "ივრის ფერმების" ნუშის ბაღები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა კახეთში "ივრის ფერმების" ნუშის ბაღები დაათვალიერა.

კომპანია სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია. ის 2022 წელს დაარსდა. კომპანიას ნუშის ბაღები 350 ჰექტარზე აქვს გაშენებული და ესპანელ ექსპერტებთან თანამშრომლობს.

დავით სონღულაშვილმა წარმოების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

"350 ჰექტარი ნუშის ბაღი გაშენდა. კაკლოვანი კულტურა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული კულტურა, სადაც საკმაოდ აქტიურად არის სახელმწიფო წარმოდგენილი მხარდამჭერი პროგრამებით. კაკლოვანი კულტურები არის პრიორიტეტული მიმართულება, შესაბამისად ამ დარგის განვითარებას ჩვენი სახელმწიფო და სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები