22 ივნისი 2025,   12:24
ვრცლად
შსს-მ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 
ამის შესახებ უწყებაში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს.

მანამდე, “ლელო - ძლიერმა საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ.

"დღეს “ლელო - ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.

გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას,"- აღნიშნულია “ლელო - ძლიერი საქართველოს” განცხადებაში.

 

დღის ამბები