22 ივნისი 2025,   13:16
ვრცლად
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაცია - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები, საკონტროლო შესყიდვის დროს არის გადაღებული.

"კოკაინი", "ალფა-პვპ", "კლეფე-დრონი" - პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით, 38 წლის მამაკაცი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცების სახით, სავარაუდო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც ამოღებულია.

დაკავებულის სახლში "კურიერს" არავინ დახვდა. მომხდარის შესახებ არც მეზობლები საუბრობენ.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა მას ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა- შენახვა-რეალიზაციას ედავება. დაცვის მხარე განმარტავს რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, შესაბამისად ის გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები