12 აგვისტო 2026,   07:13
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს

1 დღე ეროვნულ დღესასწაულამდე - ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. დედაქალაქის ცენტრშია თავდაცვის ძალები და ჯავშანტექნიკა. რეპეტიციას ესწრება თავდაცვის მინისტრი.

წვევამდელები ფიცს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 6 ლოკაციაზე დადებენ. აღლუმისა და ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ.

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე მისულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება ელოდებათ, ტრადიციულად დედაქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყობა სამხედრო აღჭურვილობისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები