ქუთაისში, დღეს მოვლენათა ეპიცენტრი, ბალახვანის 100-საფეხურიანი კიბე და მისი მიმდებარე ტერიტორიაა.
ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებისთვის ყველაფერი უკვე მზადაა. იქნება სამხედრო ტექნიკის, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, ამოქმედდება აეროპორტებისა და ფოსტის მულტიფუნქციური სივრცეები - როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. რა თქმა უნდა, იქნება კონცერტიც! შეკრებილებისთვის ქართული ხმები, დათო არჩვაძე, ეკა კვალიაშვილი და სხვა მომღერლები იმღერებენ.
ქუთაისში ზეიმის დეტალებზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, აეროპორტების გაერთიანებამ და საქართველოს ფოსტამ იზრუნეს.