09 აგვისტო 2026,   02:31
ვრცლად
ზუგდიდში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდება

დატვირთულია დღევანდელი დღე ზუგდიდში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოეწყობა სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები, ამ მიმართულებით მოვლენათა ეპიცენტრი კუბის ფორმის მასშტაბური პავილიონი იქნება.

მოეწყობა პროფესიული სასწავლო დაწესებულებებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები ავია შოუ, საბავშვო, გასართობი აქტივობები.

სტენდებით იქნებიან წარმოდგენილი უმაღლესი სასწავლებლები, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება ვორქშოფები, მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტებს და მიიღონ ინფორმაცია პროგრამირების შესახებ. დღევანდელ დღეს გალა კონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები