ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. დედაქალაქსა და რეგიონებში ღონისძიება გრძელდება.
თბილისში, ორბელიანის მოედანზე იმართება კონცერტები, მასტერკლასები და სპორტული შეჯიბრებები. მოწყობილია კინოთეატრები, საგამოფენო ზონები, გასართობი, შემეცნებითი და სპორტული სტენდები.
ყველა იმ ქალაქში, სადაც ღონისძიებები ეწყობა, ზუსტად 17:10 საათზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, ერთდროულად შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი