ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იელის უნივერსიტეტის საგუნდო მუსიკის საღამოს უმასპინძლა. სცენაზე ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების შესრულებით ქართული და სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული სიმღერები გაჟღერდა.
საღამო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ გახსნა, კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი "ადილა" და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.