14 აგვისტო 2026,   12:34
ვრცლად
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიებები გამართა

"სპორტი ყველასათვის" - თბილისში ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიება სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

"აქ ვართ მოსულები საფარიკაოდ და იმისთვის, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ფარიკაობა, ავუხსნათ წესები თუ როგორ უნდა აიღონ ქულები. საკმაოდ ბევრი ბავშვი იყო დაინტერესებული და იმედია კიდევ მოვლენ", - აღნიშნა ღონისძიების მონაწილემ, მოფარიკავე ლიზი მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები