13 აგვისტო 2026,   18:31
ვრცლად
კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას წარვადგენთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, მათ აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო უმაღლეს საკლუბო ტურნირებში და ეს წარმატება უნდა დავაფასოთ - პრემიერი

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. თემაზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიას ჯილდოზე წარდგენა მოხდება ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის.

მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს კიდევ ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში უმაღლესი ჯილდო აქვთ მიღებული, ამიტომ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, ასევე, წარადგენენ კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას.

"ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ესენი არიან - კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი - NBA, ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ - როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბატონი კახა კალაძე და ბატონი ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დღის ამბები