07 აგვისტო 2026,   21:23
ვრცლად
"მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში" - დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს

სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" იმართება თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი (TBILISI RFSD) სახელწოდებით - "მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში".

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა.

ფორუმის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა, სატრანსპორტო რეფორმა და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფორუმი ორდღიანია.

დღის ამბები