GWP-ის ინფორმაციით, 6 ივნისს კომპანია სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის გავრცელებული განცხადების თანახმად, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 6 ივნისს ღამის 23:00 საათზე დაიწყებენ და მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.
"სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 6 ივნისს ღამის 23:00 საათიდან 7 ივნისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ვარკეთილი ზემო პლატოს, ორხევის, თეთრიხევის, საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინოსა და ვარკეთილის მეურნეობის დასახლებებს, აეროდრომის დასახლების მე-11, მე-12 და მე-14 ქუჩებს, ჯავახეთის II შესახვევს, ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, მაისურაძის, ამილახვარის, აბაშვილისა და ბრილების ქუჩებს; კალოუბნის N2-20, N32-36, N38, თვალჭრელიძის ქუჩის N2 და I შესახვევს; ლილოს დასახლების I, II მიკრო რაიონებს, I, IV და V კვარტლებს, II კვარტლის N1-8, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის ქუჩებს, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოსა და მეკოკიშვილის ქუჩებს;
სოფლებს: დიდი ლილოს, გამარჯვებას, წინუბანს და ნასაგურს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.