"გააცოცხლე საქართველოს ისტორია - გააერთიანე საქართველო" - ამ სახელწოდებით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსწავლეებისთვის გასართობ - შემეცნებითი ღონისძიება გამართა. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობა 150-მდე მოსწავლემ მიიღო. აქტივობები ბაზალეთის ტბასთან, ღია ცის ქვეშ ჩატარდა.
თამაშისთვის შექმნილ რუკაზე აღნიშნული იყო ის ადგილები, სადაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ბრძოლები გაიმართა. მონაწილეებმა ფიზიკური და ინტელექტუალური დავალებები შეასრულეს.