საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. დღეს არსებითი განხილვა გაიმართება საქმისა, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას ეხება.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.
"მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის კიდევ ერთი ინსტრუმენტი. ეს ე.წ. კომისია, რომელიც კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის საფუძველზეა შექმნილი, არის სრული "ფეიკი" და მისი ამოცანაა, სხვაგვარად მოაზროვნე პოლიტიკოსების დევნა," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
იქამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძის პროცესი გაიმართა, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვთ წარდგენილი.