07 აგვისტო 2026,   23:18
ვრცლად
კონსერვატორიის დიდ დარბაზში დავით და ლექსო თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა

დავით და ლექსო თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ოფიციალურად კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნა. კონცერტზე მაყურებელმა პირველად მოისმინა კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის კომპოზიცია "კალეიდოსკოპი", რომელიც თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა და სოლისტმა ვახტანგ კოდანაშვილმა შეასრულეს, მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

თორაძის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური საღამოები სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. ფესტივალის კულმინაცია საიუბილეო საღამოა, რომელიც 18 ივნისს, დედაქალაქში გაიმართება და ლიანა ასათიანის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

დღის ამბები