ერისთავის თეატრმა გორში, მორიგი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. ამჯერად რეჟისორმა გიორგი თენაძემ, შვეიცარიელი დრამატურგის ფრიდრიხ დიურენმატის პიესის მიხედვით დადგა ტრაგედია ერთ მოქმედებად, სახელწოდებით "ვიზიტი".
სეზონის დახურვამდე ერისთავის თეატრი კიდევ ორი სპექტაკლის პრემიერას გეგმავს, რის შემდეგაც გორს გასტროლებით ეწვევიან სხვა თეატრალური დასები, მათ შორის რუსთაველის ეროვნული თეატრი.