08 აგვისტო 2026,   22:57
ვრცლად
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. მთავარი თემებია ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრების გათავისუფლება და უკანონო ბორდერიზაცია.

საანგარიშო პერიოდში ასეთი 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ცხინვალის ციხეში კი უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.

"დღევანდელი შეხვედრის თემა კვლავ იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონო დაკავების 5 ფაქტი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 ფაქტი. დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 10 მოქალაქე“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

დღის ამბები