ისრაელი ირანში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად მზადაა - ინფორმაციას CBS-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ამერიკის ვარაუდით, თუ სამხედრო მოქმედებები დაიწყება, ირანმა, შესაძლოა, მეზობელ ერაყში მდებარე ამერიკულ ობიექტებზე დარტყმით უპასუხოს.
ამერიკის შეერთებული შტატები ერაყის საელჩოდან პერსონალის ნაწილობრივ ევაკუაციას გეგმავს - Reuter-ს ეს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებულმა როგორც ამერიკელმა, ისე ადგილობრივმა წყაროებმა მიაწოდეს.
პარალელურად, ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის სამმართველომ სპარსეთის ყურეს აკვატორიაში მოძრავ გემებს რეგიონში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ გაფრთხილება გადასცა.