საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში პოლონეთი 2:1 დაამარცხა. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთმა და პორტუგალიამ ფრედ ითამაშეს. საქართველოს ნაკრები პირველი ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 14 ივნისს საფრანგეთის ნაკრებთან გამართავენ. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი