12 აგვისტო 2026,   18:17
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატის წინ, სპორტის მინისტრი ბუდაპეშტში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს შეხვდა

სპორტის მინისტრი, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ბუდაპეშტში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს შეხვდა, სპორტსმენებს წარმატება და გამარჯვება უსურვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ნაკრების მწვრთნელები.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტი მასპინძლობს ძიუდოს ჩემპიონატს, რომელიც დღეს იწყება და 20 ივნისამდე გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში 13 წარმომადგენლით იასპარაზებს, გუნდურში კი 17 სპორტსმენით წარდგება.

დღის ამბები