
14 ივნისი, სლოვაკეთის ქალაქი ჟილინა - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩისთვის ემზადება, რომელსაც "ჯვაროსნები" საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ქართველი ფეხბურთელები ჯგუფში პოლონეთთან მოგებული მატჩის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფებიან, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კი საფრანგეთის ნაკრებთან, როგორ მინიმუმ ფრე სჭირდებათ, რაც თავის მხრივ არ აწყობს ფრანგებს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასული მატჩის შემდეგ, მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლეს.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ახლა პლეი ოფზე ფიქრობს და საფრანგეთთან ურთულესი მატჩისთვის ემზადება. მთავარი ამოცანა ძალების აღდგენაა, რადგან ნაკრებში არიან ტრავმირებული ფეხბურთელებიც.